ახალი ამბები
საქართველოს ყოფილი სახელმწიფო დროშა-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ინიციატივით, საქართველოს ყოფილი სახელმწიფო დროშა და საქართველოს ყოფილი სახელმწიფო გერბი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადდა. “საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მიმართვისა და საქართველოს ეროვნული არქივის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროშას (ესკიზი), რომელიც დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში და საქართველოს პირველი რესპუბლიკის გერბს (ესკიზი), რომელიც ეკუთვნის საქართველოს პარლამენტს, მაგრამ დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში, მიანიჭა კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი,“ - ნათქვამია ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
Print