Error
ახალი ამბები
I საერთაშორისო კონკურსი და VIII საერთაშორისო ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა (R)
I საერთაშორისო კონკურსი და VIII საერთაშორისო ფესტივალი ,,ბორჯომი 2019“ ,გუშინ, ბორჯომის ცენტრალური პარკის კინო-საკონცერტო დარბაზში საზიმოდ დაიხურა.ფესტივალი ბორჯომში 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, გრან-პრი ჟიურის მიერ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულ მუსიკოს-შემსრულებლებს გადაეცათ.ფესტივალის ჩატარება ბორჯომში უკვე ტრადიციად იქცა,მისი დამაარსებელია ქართული ფოლკლორისა და კლასიკური მუსიკის განვითარების კავშირი ,,ჰარმონია", ციცინო ბიჭიკაშვილის ხელმძღვანელობით. ფესტივალის ფარგლებში 3 სოლო კონცერტი ჩატარდა,რომელშიც ცნობილი მუსიკოს-შემსრულებლები მონაწილეობდბენ.

ფესტივალში მონაწილეობას იღებდნენ მუსიკოს-შემსრულებლები 11 ქვეყნიდან,მათ შორის იყვნენ მონაწილეები , ამერიკიდან, სირიიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან და ირანიდან.როგორც მუსიკოსები აცხადებენ,ფესტივალში მონაწილეობა მათთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება და მომავალი წარმატებისკენ გადადგმული ნაბიჯია.

I საერთაშორისო კონკურსი და VIII საერთაშორისო ფესტივალი ,,ბორჯომი 2019“-ს აქტიური მხარდამჭერი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაა.ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფესტივალისა და კონკურსის ლაურეატების დაჯილდოვების შემდეგ ღონისძიებამ ღია ცის ქვეშ გადაიმაცვლა,ბათუმის ბენდის „სკოლის მეგობრების“ კონცერტი მოეწყო.

კონცერტის დასრულების შემდეგ ფესტივალის მონაწილეებმა ცენტრალურ პარკში ფლეშმობი მოაწყეს.




Print