ახალი ამბები
ავარიის შედეგად დაშავავებულ ქალს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა

72 წლის ქალის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია,მარცხენა კიდურზე არსებული დაზიანების გამო ქალს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.

შეგახსენებთ,რომ ავტოსაგზაო შემთხვევა ბორჯომში,გუშინ დღის პირველ ნახევარში მოხდა,72 წლის ქალს გზის გადაკვეთისას სატვირთო ავტომანქანა დაეჯახა.

გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

 

Print