Error
ახალი ამბები
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ ქალს ოპერაცია უტარდება
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ,დღეს ,ბორჯომში.72 წლის ქალს გზის გადაკვეთისას სატვირთო ავტომანქანა დაეჯახა.ქალი სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი,მას ამ დრომდე ოპერაცია უტარდება.
72 წლის ქალი მიმდებარე ტერიტორიაზე ყვავილებსა და თაფლს ყიდიდა.როგორც ადგილობრივები აცხადებენ მათვის შემთხვევის დეტალები უცნობია.


ავტოსაგზაო შემთხვევის გამო,ბორჯომის ცენტრში ავტომანქანების გადადგილება ცალმხრივად შეიზღუდა.ადგილზე მუშაობას განაგრძობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები




Print