ახალი ამბები
ქართულ-უკრაინული კულტურული ღონისძიება ბორჯომში
ბორჯომის ცენტრალური პარკის კინო-საკონცერტო დარბაზში უკრაინელი მხატვრის ალექსანდრე ოხაპკინის დაწერილი ხატები, ძველებური ნაქარგი პირსახოცების და უკრაინელი ქალის ტრადიციული თავსაბურავები გამოიფინა.გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ბორჯომელი მხატვრის ვლადიმერ ვეფხვაძის ხეზე შესრულებული ხატები. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო უკრაინის დამსახურებულმა არტისტმა ივანა კოტიაშ-ელერდაშვილმა. მან უკრაინულ და ქართულ ენაზე მუსიკალური ნომრები შეასრულა.ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მევიოლინემ თეა მანჩხაშვილმა, გოგონათა ფოლკლორულმა ანსამბლმა „მზეშინამ“ და მუსიკალური ფესტივალისა და კონკურსს „ჰარმონიას“ მონაწილე პიანისტებმა.
ქართულ-უკრაინული ერთობლივი ღონისძიებების ჩატარება ბორჯომში უკვე ტრადიციაა და მიზნად ისახავს საქართველოსა და უკრაინას შორის მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებას. ღონისძიება, ბორჯომის მუნიციპალიტეტისა და საქართველოში უკრაინის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა.


Print