ახალი ამბები
საპენსიო სააგენტო მოსახლეობას მიმართავს
ბოლო პერიოდში ინტერნეტში საპენსიო სააგენტოს სახელით და ლოგოთი ყალბი ექაუნთი ვრცელდება, რომელიც დანაზოგის შემოწმებას გთავაზობს. აპლიკაციაზე გადასვლის შემთხვევაში საბანკო ანგარიშის შეყვანას ითხოვს. „გვერდის იდენტიფიცირებისთანავე მივმართეთ ძალოვან სტრუქტურებს წერილობით და ასევე ყველა მომხმარებელს ინბოქსში და გვერდზე მივწერეთ ინსტრუქცია, მივუთითეთ ჩვენი გვერდის მისამართი და გავაფრთხილეთ, რომ ეს თაღლითური სქემაა. საპენსიო სააგენტო ყველა მომხმარებელს აფრთხილებს, რომ მხოლოდ pensions.ge-ით ისარგებლოს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ იცოდეს, საპენსიო სააგენტოს გვერდიდან რეგისტაციისათვის ან პერსონალურ გვერდზე შესასვლელად არ არის საჭირო ბარათის და ანგარიშის ნომერი. სააგენტოს გვერდზე მომხმარებელს მხოლოდ პირადი ნომერი და პერსონალური კოდი შეჰყავს“ - ნათქვამია საპენსიო სააგენტოს განცხადებაში.
Print