საზოგადოება
SJMC- მა პროექტის "კომფორტის ზონა" შედეგები შეაჯამა
ა.ო „სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრმა“ ბორჯომში,პროექტის „კომფორტის ზონა“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა.შეხვედრაზე განიხილეს, პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები და იმსჯელეს მიღწეულ შედეგებზე. პროექტი, მიზნად ისახავდა სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ ახალგაზრდებში,მათ შორის ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებში, სამართლებრივი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას.პროექტის ამოცანა ბორჯომში,ნინოწმინდასა და ახალქალაქში თანატოლგანამანათლებლებთა ქსელის ფორმირება და მოზარდებსა და სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებს შორის მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბება იყო.შემაჯამებელ აქტივობაზე, პროექტის ციკლის ამსახველი დოკუმენტური ფილმის ჩვენება მოეწყო.პროექტში ჩართულ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და სამოქალაქო განათლების პედაგოგებს გაწეული მუშაობისათვის მადლიერების სიგელები გადაეცათ.

პროექტს ა.ო "სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი" ამერიკის საელჩოსა და PH International-ის მხარდაჭერით ახორციელებს.


Print