ახალი ამბები
პროექტის „მოხალისე მეხანძრეები - რეაგირება და კრიზისების მართვა“ მეორე ფაზა დაიწყო
სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი ‘’ნაკრესის“ და ა.ო "სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის" პროექტის, სახელწოდებით „მოხალისე მეხანძრეები -რეაგირება და კრიზისების მართვა“ მეორე ფაზა დაიწყო.პროექტის მეორე ფაზის ფარგლებში, დაგეგმილია ტრენინგები მოხალისეებისათვის შემდეგ თემებზე: ხანძრის დროს კრიზისული სიტუაციების მართვა და ხანძრების რისკის პრევენცია.გადამზადებული მოხალისეების 5 მობილური ჯგუფი სკოლების და საბავშო ბაღების მასწავლებლებთან ერთად ჩაატარებენ საინფორმაციო შეხვედრებს სკოლებსა და საბავშვო ბაღებში.პროექტის მიზანია მოხალისე მეხანძრეთა ჯგუფის გაძლიერება, ისე, რომ მათ შეძლონ ხანძრების დროს კრიზისული სიტუაციების მართვა და თემის მობილიზება. პროექტის მეორე ფაზის ფარგლებში დაგეგმილია სასწავლო ვიზიტი პოლონეთში,რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ 10 მოხალისე მეხანძრე,ბორჯომის მინიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელი.პროექტი ასევე ითვალისწინებს ადგილობრივი თემის ცნობიერების ასამაღლებელ კამპანიებს და მოხალისე მეხანძრეებისათვის აღჭურვილობის გადაცემას.


პროექტის მიზანია, პოლონური გამოცდილების გაზიარება და დანერგვა ასევე მოხალისე მეხანძრეთა გადამზადებული და აჭღურვილი ჯგუფის არსებობა ბორჯომის მუნიციპალიტეტში.პროექტი ხორციელდება პოლონური დახმარების ფარგლებში,სოლიდარობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.


Print