ახალი ამბები
ცვლილება ბორჯომის ბიუჯეტში - რაში დაიხარჯება 141 550 ლარი
დღეს, გამართულ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა 9 საკითხი განიხილეს.რიგით პირველი საკითხი ბორჯომის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას ეხებოდა,კერძოდ,ცვლილება განხორციელდა 2019 წლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში,ბიუჯეტი გადმომავალი ნაშთის საფუძველზე, 41 550 ლარით გაიზარდა, გზების რეაბილიტაციის ხარჯები კი 100 000 ლარით შემცირდა.გაზრდილი თანხა,რომელმაც ჯამში 141 550 ლარი შეადგინა,  რამდენიმე მიმართულებით დაიხარჯება.მათგან ერთ-ერთია ახალი ა(ა)იპისათვის სახელწოდებით „ სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაცია“ 15 000 ლარის გამოყოფა. დარჩენილი თანხა შემდეგნაირად გადანაწილდა სასპორტოს სკოლას ახალი სპორტული წრეების მართვისა და ინვენტარის შესაძენად 6500 ლარი დაემატა, სპორტული მოედნების მოწყობის ხარჯები 95 000 ლარით განისაზღვრა,17 200 ლარი გამონთავისუფლდა დაბა ბაკურიაში ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით დამხმარე მუშების ასაყვანად,ამბულატორიული და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ხარჯებს კი 7 850 ლარი დაემატა.

საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ბორჯომის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ცვლილებების განხორციელებას ,კონკრეტულად ახალ უბანში არსებულ ერთ-ერთ ზონას მოეხსნა სარეკრეაციო ზონის სტატუსი და გამოცხადდა საზოგადოებრივ-საქმიან ზონად.

საკრებულოს სხდომაზე ცნობილი გახდა საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიების შემადგენლობაში შესული ცვლილები,კერძოდ დეპუტატი თამარ სხირტლაძე გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის შემადგენლობის წევრი გახდა,ანდრო თედიაშვილი კი კულტურის,განათლების,სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიაში გადავიდა.





Print