Error
ახალი ამბები
"გითხარით, ერთმანეთზე უარესები ვართ და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ გაგვასწარით" - აკაკი ბობოხიძე
ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. ბობოხიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვები გაიხსენა, რომელმაც აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის ხელწერა რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი არ არის.

„ჩვენი გუნდის ხელწერა არ არის რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა როცა რუსთაველის პროსპექტზე რეზინის ტყვიების წვიმა იყო და გაზით იყო დაფარული მთელი რუსთაველი. ამით დავამთავროთ, რომელი გუნდის ხელწერა რა არის. ერთმანეთზე უარესები ვართთქო გითხარით და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ გაგვასწარით, ეს არის ამ ქვეყნის უბედურება“ - განაცხადა ბობოხიძემ.
Print