ახალი ამბები
ა.ო "მწვანე ბორჯომის" პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა ბორჯომში
ა.ო „მწვანე ბორჯომის“ პროექტი,სახელწოდებით „ქვაბისხევის ტყეზე მავნე ზემოქმედების შემცირება ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის გზით“ დასრულდა.პროექტის შედეგები ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გამართულ შეხვედრაზე შეაჯამეს.პროექტი „მწვანე ბორჯომმა“ ეკო-გრანტების პროგრამის ფარგლებში განახორციელა.პროექტის ფარგლებში სოციალურად დაუცველ ოჯახებს ქვაბისხევში 10 ენერგოეფექტური ღუმელი გადაეცათ,ასევე მცირე ტურისტულ ბიზნესში ჩართულ 4 ოჯახს,კერძოდ საოჯახო სასტუმროებს,საკალმახესა და ღვინის მარანს ქსელში ჩართული მზის ჰელიო-სისტემები დაუმონტაჟდათ.პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება იყო,ამ კუთხით აქტიური თანამშრომლობა დაიწყო ქვაბისხევის საჯარო სკოლასთან,სკოლის ბაზაზე შეიქმნა ეკო-კლუბი და სკოლას ტექნიკა გადაეცა.პროექტის ფარგლებში ქვაბისხევში ყველაზე აქტიურ ტურისტულ ლოკაციაზე სავაჭრო სივრცე მოეწყო,სადაც ადგილობრივებს შესაძლებლობა აქვთ მოახდინონ საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია.
ეკო-გრანტების პროგრამა ინიცირებული და დაფინანსებულია BP -ისა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის პროექტების ფარგლებში. პროგრამის განმახორციელებელი პარტნიორია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი სი-თი-სი. 


Print