ახალი ამბები
აქციის მონაწილეები დღეს, შს სამინისტროსთან პროტესტს გამოხატავენ
დღეს, 14:00 საათზე, აქციის მონაწილეები შს სამინისტროს შენობისკენ ავტოკოლონებით გაემართებიან და სიგნალებით გამოხატავენ პროტესტს. 19:00 საათზე კი, პარლამენტთან აქცია განახლდება. აღნიშნული გადაწყვეტილება აქციის მონაწილეებმა გუშინ საპროტესტო აქციაზე მიიღეს. აქციის მონაწილეები მოითხოვენ შს მინისტრის გიორგი გახარაიას გადადგომას, ასევე საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას და 20 ივნისს დაკავებულების გათავისუფლებას.

აქცია პარლამენტის წინ 20 ივნისიდან მიმდინარეობს. საზოგადოების პროტესტი რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სპიკერატიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის წაყვანას მოჰყვა. აღნიშნული პროტესტის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძე თანამდებობიდან გადადგა.
Print