ახალი ამბები
დავით სერგეენკომ ჯანდაცვის მინისტრის პოსტი დატოვა
" ეს არ არის მოკლევადიანი გადაწყვეტილება და ამას ხანგრძლივი კონსულტაციები უძღოდა წინ. მე დავრჩები გუნდში, იმიტომ, რომ ეს გუნდი არის იმ ღირებულებების მატარებელი, რომელიც ჩემთვის, როგორც ერთი რიგითი ექიმის ინსტიქტისთვის არის ყველაზე ძვირფასი. სწორედ ამ გუნდის გადაწყვეტილებამ განაპირობა ათეულობით ათასი გადარჩენილი სიცოცხლე. ასე რომ, მე არსად მივდივარ, ვრჩები გუნდში და უფრო მეტიც, ეს არის ერთადერთი ჩემი ხედვა რომ ამ გუნდთან ერთად ვიმუშაო“ - განაცხადა სერგეენკომ.

რაც შეეხება მისი მინისტრთა კაბინეტიდან წასვლის მიზეზებს და არის თუ არა მათ შორის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ამ პროგრამას ძალიან ბევრი შემფასებელი ჰყავს და ცალსახა პასუხი ყველაფერს დღეს გაეცემა.


Print