ახალი ამბები
საქართველოს პრეზიდენტმა ბორჯომში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის მონახულების შემდეგ ,დღეს, ბორჯომს ეწვია.ქალაქის ღირსშესანიშნავი ადგილების გაცნობის შემდეგ,პრეზიდენტი კულტურისა და ხელოვნების ცენტრში შეკრებილ ადგილობრივებს შეხვდა და მოსახლეობას სიტყვით მიმართა.მისი განცხადებით იგი წინასაარჩევნოდ დადებულ პირობას ასრულებს და რეგიონებს აქტიურად სტუმრობს ,რათა ადგილზე არსებულ პრობლემებს პირადად გაეცნოს.სალომე ზურაბიშვილმა დღეს ლიკანი და რომანოვების სასახლე მოინახულა,მან შთაბეჭდილებები ადგილობრივებს გაუზიარა.
სალომე ზურაბიშვილმა უმუშევრობის პრობლემასთან ერთად კვალიფიციური კადრების სიმცირეზე ისაუბრა.პრეზიდენტის მისასალმებელი სიტყვის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

პრეზიდენტთან შეხვედრა დაახლოებით 1 საათი გაგრძელდა.შეგახსენებთ,რომ პრეზიდენტის ვიზიტი სამცხე-ჯავახეთში დღეს დასრულდა.


Print