ახალი ამბები
ანსამბლი "მზეშინა" და მომღერალი ოთო ჩუხრუკიძე საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალზე
მგალობელ-მომღერალთა გუნდმა "მზეშინამ" და მომღერალმა ოთო ჩუხრუკიძემ, ლიტვის ქალაქ კაუნასში გამართულ საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს. "მზეშინა" და მომღერალი ოთო ჩუხრუკიძე მაყურებლის წინაშე საათნახევრიანი საკონცერტო პროგრამით წარსდგნენ.

ფესტივალში 5 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.ანსამბლი "მზეშინა" ეთნიკური კულტურის განვითარებისა და ფესტივალში მონაწილეობისათვის მადლობის სიგელით დაჯილდოვდა.


"მზეშინა" განსაკუთრებულ მადლობას უხდის ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორს ნუნუ ხოლუაშვილს გამოხატული მხარდაჭერისთვის.


Print