ახალი ამბები
უხვი ნალექი და დატბორილი ქუჩები ბორჯომში
ბორჯომში, დღეს, ძლიერი წვიმა და სეტყვა მოვიდა .სეტყვა დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში შენარჩუნდა.უხვმა ნალექმა ქალაქში სანიაღვრე არხების გაბიდვნა გამოიწვია. ,რის გამოც 9 აპრილის ქუჩისა და იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა.როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი აცხადებს,სეტყვას განსაკუთრებული ზარალი არ მოჰყოლია და სანიაღვრე არხების გაწმენდას მერიის შესაბამისი სამსახურები ოპერატიულად ახდენენ.
ძლიერი სეტყვის შედეგად დაზიანდა ავტომანქანები. უხვი ნალექის გამო, ქალაქის ქუჩებში ნიაღვრები წარმოიქმნა, რამაც მცირე ხნით შეაფერხა ტრანსპორტის გადაადგილება,მათ შორის ბაკურიანში გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე.მერიის შესაბამის სამსახურებში რამდენიმე შეტყობინება შევიდა სახლების სახურავების დაზიანების და საცხოვრებელ ბინებში წყლის ჩასვლასთან დაკავშირებით.მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ვითარება სტაბილურია.


Print