ახალი ამბები
გავრცელებული ინფორმაციით დაკარგული მოსწავლეები ბოლოს ზესტაფონში დააფიქსირეს

გავრცელდა ინფორმაცია,რომ დაკარგული მოსწავლეები ბოლოს ზესტაფონში ავტობუსიდან ჩამოსვლისას დააფიქსირეს.

ამ დროის მანძილზე რამდენიმე ცრუ ინფორმაცია გავრცელდა მოსწავლეების ადგილსამყოფელთან დაკავშირებით,თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ,რომ მოსწავლეები ჯერ არ უპოვიათ და მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.

შეგახსენებთ,რომ მოსწავლეები, დილით, სახლიდან გავიდნენ და ამ დრომდე მათი ადგილსამყოფელი უცნობია. გოგონები სკოლაში დღეს არ მისულან. გავრცელებული ინფორმაციით, ბორჯომში, ერთ-ერთ ქუჩაზე, მიტოვებულ შენობაში,გოგონების კუთვნილი მობილური ტელეფონები და მაისური იპოვეს.
"პოლიციამ, ბორჯომში, 2 არასრულწლოვანის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია დღის მეორე ნახევარში მიიღო. სამართალდამცველები დაუყოვნებლივ ჩაერთნენ არასრულწლოვანების სამძებრო ღონისძიებებში. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთს გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები"- ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

Print