ახალი ამბები
7 ივნისამდე რიკოთის გვირაბში საავტომობილო მოძრაობა აიკრძალა
რიკოთის გვირაბში დაგეგმილ პროფილაქტიკურ-სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, დღეს, 08:00 საათიდან, გვირაბში საავტომობილო მოძრაობა აიკრძალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს  ინფორმაციით, რიკოთის გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში, საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება შემოვლით გზაზე. გვირაბში დროებითი შეზღუდვა 7 ივნისს, 08:00-ზე მოიხსნება და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგება.


Print