ახალი ამბები
გამსახურდიას ქუჩაზე ტროტუარების მოწყობის სამუშაოები განახლდა
ბორჯომში,გამსახურდიას ქუჩაზე 2 წლის განმავლობაში მიტოვებული, ტროტუარების მოწყობის სამუშაოები განახლდა. სამუშაოებს შპს „ნატურალური ქვა“ აწარმოებს.ტროტუარების მოწყობის დასრულება 2 კვირაში იგეგმება.გამსახურდიას ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები 54 000 ლარი ჯდება.

შეგახსენებთ,რომ ამ დრომდე აქ ტროტუარების მოწყობა ორმა კომპანიამ დაიწყო და სამუშაოები მიატოვა,მოუწყობელი ტროტუარების გამო ადგილობრივებს 2 წელია მოძრაობა გზის საავტომობილო ზოლზე უწევთ, რაც საფრთხისშემცველია.

როგორც ბორჯომის მერის მოადგილე აღნიშნავს,ყველა იმ ობიექტზე აღდგება სამუშაოები,სადაც რეაბილიტაციის პროცესი კომპანიების არაკეთილსინდისიერების გამო შეჩერდა.




Print