ახალი ამბები
წმინდა ნინოს გზა - ლოცვითი მსვლელობა ფოკიდან მცხეთამდე

პირველ ივნისს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს საქართველოში შემობრძანების 1700 წლის იუბილეს აღნიშნავს.

ამ დღესთან დაკავშირებით,ხვალ,ფოკაში გამართულ სადღესასწაულო წირვას სხვადასხვა ეპარქიებიდან სასულიერო პირები , მრევლი და საერო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან. წირვა დილის 10:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ,რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის ლოცვა კურთხევით, ყოველ წელიწადს იწყება ლოცვითი მსვლელობა ფოკიდან მცხეთამდე, ფეხით. მსვლელობა იწყება 1 ივნისს და მთავრდება 12 ივლისს მცხეთაში , სვეტიცხოველში, პატრიარქთან შეხვედრით.

 


Print