ახალი ამბები
ხაშური-ახალციხე-ვალეს დამაკავშირებელი გზის 2 კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარი იცვლება
ხაშური-ახალციხე-ვალეს დამაკავშირებელი გზის 2 კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარი იცვლება.გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობას საგზაო დეპარტამენტის ინიციატივით შპს „არალი“ აწარმოებს. სამუშაოების დასრულება 1 თვეში იგეგმება,როგორც ბორჯომის მერიაში აცხადებენ ასფალტის პირველი ფენა უკვე დაიგო და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა სამუშაოებისგან გამოწვეული მტვერით აღარ შეწუხდება.აღნიშნულ მონაკვეთზე ასევე დაგეგმილია ტროტუარებისა და საყრდენი კედლების რეაბილიტაცია ასევე სანიაღვრე არხების მოწყობა.
Print