ახალი ამბები
ევროკავშირის მოქალაქეები ევროკავშირის პარლამენტის 751 წევრს აირჩევენ
დღეიდან ევროპარლამენტის არჩევნები დაიწყო. ევროკავშირის მოქალაქეები ევროკავშირის პარლამენტის 751 წევრს აირჩევენ. ევროპარლამენტის წევრებმა 28 წევრი ქვეყნის 512 მილიონ მოქალაქის ინტერესებისთვის უნდა იმუშავონ.ხმის მიცემის პროცედურა 26 მაისამდე გაგრძელდება. წინასწარი შედეგები კი კვირას ღამით გახდება ცნობილი, მას შემდეგ რაც ხმის დათვლის პროცედურები დასრულდება. სწორედ ევროპარლამენტის არჩვნების შედეგების მიხედვით განისაზღვრება ევროპული ბლოკის მომავალი ხუთი წლის პოლიტიკა.

შეგახსენებთ, მიმდინარე არჩევნებში დიდი ბრიტანეთიც იღებს მონაწილეობას, ვინაიდან მან ევროკავშირიდან გასვლა დათქმულ ვადაში ვერ მოახერხა.
Print