ახალი ამბები
16 წლის გოგომ საკუთარი 7 თვის შვილი საწოლში გაგუდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 16 წლის გოგომ, რომელიც 7 თვის ჩვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული, კასპის რაიონის ერთ-ერთ სოფელში საკუთარი შვილი საწოლში გაგუდა.

როგორც უწყებაში განაცხადეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ  მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა და ბავშვის დედა უკვე დაკავებულია.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და კასპის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 2002 წელს დაბადებული მ.შ. ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მ.შ-მ კასპის მუნიციპალიტეტში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 7 თვის შვილი გვიან ღამით საწოლში გაგუდა და სახლიდან გაიქცა. სამართალდამცველებმა მ.შ.-ს ადგილსამყოფელი რამდენიმე საათში დაადგინეს და დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“ - აცხადებენ შსს-ში.
Print