ახალი ამბები
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის მეტყევეს კობა სილაგაძეს “ბორჯომის გმირი 2019” სტატუსი მიენიჭა
ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე, ეროვნული სატყეო სააგენტოს მხარდაჭერით და კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს ინიციატივით, „ბორჯომის გმირი 2019“-ის დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. კომპანიის ინიციატივით, „ბორჯომის გმირი 2019“-ის სტატუსი მედიის წარმომადგენლებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მთავარ მეტყევეს - კობა სილაგაძეს მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ღონისძიებას, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე, ეროვნული სატყეო სააგენტოს მხარდაჭერით და კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს ინიციატივით, 2500 კავკასიური ფიჭვის ნერგი დაირგო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კომპანიის ერთობლივი პროექტი ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე უკვე სამი წელია ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც 3 ჰექტარამდე ფართობზე 8700 ნერგი დაირგო. პროექტი ნერგების მოვლა-პატრონობის 5 წლიან გეგმასაც ითვალიწინებს. კამპანიის მიზანი, ბორჯომის ტყის აღდგენის პროცესში საზოგადოების აქტიური ჩართულობაა.
Print