ახალი ამბები
წიგნის პრეზენტაცია და გამოფენა ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში
ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში წიგნის,სახელწოდებით „თორის ხეობის ეპიგრაფიკული კორპუსი როგორც საისტორიო წყარო“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის ავტორი თამაზ გოგოლაძეა.მან მუზეუმში შეკრებილ ადგილობრივებს ნაშრომი გააცნო და წიგნში ასახულ საინტერესო მიგნებებზე ესაუბრა.


წიგნის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ აქცია „ღამე მუზეუმში“ მოეწყო.მუზეუმის თანამშრომლებმა ვიზიტორებს განსხვავებული და სასიამოვნო გარემო შეუქმნეს,ღონისძიებაზე გამოიფინა XIX-XX საუკუნის ბორჯომის ხედების ამსახველი ფოტომასალა.




Print