ახალი ამბები
ცესკო - ამ დროისათვის საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 24 საჩივარი
ამ დროისათვის საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 24 საჩივარი, მათგან ზუგდიდში - 13, მარნეულში - 7, ზესტაფონში - 1 და ხულოში - 3 - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, საჩივრების უმეტესობა პროცედურულ დარღვევებს შეეხება.

„მაგალითად, #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქში რამდენიმე საარჩევნო უბანზე ცესკოს აკრედიტაციის გარეშე მედიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ფაქტის დაფიქსირების შემდეგ, ყველა მათგანს კომისიამ დაატოვებინა საარჩევნო უბანი.#67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის 82-ე საარჩევნო უბანზე მოხდა პროცედურული ხარვეზი საკონტროლო ფურცლის შევსებისას. კერძოდ, საკონტროლო ფურცელი, რომელიც არის თვითკოპირებადი, ერთი ასლის შევსების ნაცვლად, კომისიის წევრებმა შეავსეს ცალ-ცალკე და ორ მათგანს დაარტყეს ბეჭედი. თუმცა კანონდებლობის მიხედვით, საკონტროლო ფურცელს საერთოდ არ ერტყმება კომისიის ბეჭედი. შედგა შესაბამისი აქტი და კომისია მოახდენს რეაგირებას.აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ამომრჩევლები, რომლებიც რეგისტრირებული არიან გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში, შეძლებენ არჩევნებში დაუბრკოლებლად მონაწილეობის მიღებას.მარნეულის 68-ე და 49-ე საარჩევნო უბნებიდან მიღებული ინფორმაციით, ორ დამკვირვებელს დაატოვებინეს უბნები კომისიის მუშაობაში ხელის შეშლის და სამაგიდო სიაში არსებული პერსონალური მონაცემების დამუშავების მცდელობის გამო"- განაცხადა ანა მიქელაძემ.


Print