ახალი ამბები
"მის ბორჯომი" - 2019 თაკო სამსონიძე გახდა
"მის ბორჯომი"- 2019 თაკო სამსონიძე გახდა,"ვიცე მის ბორჯომის" ტიტული კი ეკა გელაშვილს მიენიჭა. სილამაზის კონკურსი, გუშინ, ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში გაიმართა.შეკრებილი მაყურებლის წინაშე კონკურსის 21 მონაწილე სხვადასხვა სამოსით წარსდგა.კონკურსანტები კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაფასა და საბოლოოდ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული მონაწილეები გამოავლინა.სილამაზის კონკურსის ორგანიზატორი ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი და სტუდია ფავორიტი იყო.

სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული კონკურსანტები სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.



Print