ახალი ამბები
ოჯახი ღია ცის ქვეშ - ახალდაბაში ჭაუჭიძეების საცხოვრებელი სახლი დაიწვა
ახალდაბაში, ჭაუჭიძეების ექვსსულიან ოჯახში, ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა.საცხოვრებელი სახლი,რომელშიც მცირეწლოვანი ბავშვები იმყოფებოდნენ მთლიანად დაიწვა. საბედნიეროდ შემთხვევას,მსხვერპლი არ მოჰყოლია,თუმცა ოჯახმა ნივთების გადარჩენა ვერ შეძლო.ჭაუჭიძეები ღია ცის ქვეს დარჩნენ.

ცეცხლი მეზობლად არხებულ საცხოვრებელ სახლზეც გადავიდა, დაზიანდა კარ-ფანჯრები და სახურავი,თუმცა ხანძრის ლიკვიდირება მალევე მოხერხდა.

ბორჯომის მერის მოადგილე ბუბა ბერიძე აცხადებს,რომ ადგილობრვი ხელისუფლება დაზარალებულ ოჯახს დაეხმარება.სანამ ზარალის ოდენობას კერძო აუდიტი დაადგენს,მერია ოჯახს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დრომდე უცნობია.


Print