საზოგადოება
იუსტიციის სახლის ორგანიზებით პლატოს ტერიტორიაზე 300 ძირი ფიჭვი დაირგო
იუსტიციის სახლის ორგანიზებით მწვანე საფარის აღდგენის მიზნით  ბორჯომის სატყეო უბნის ტერიტორიაზე მარადმწვანე ნერგები დაირგო. გამწვანების აქცია იუსტიციის სახლის, ეროვნული სატყეო სააგენტოს, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე მოეწყო.
ბორჯომის სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტყის ფონდის ტერიტორიაზე ე.წ. ბორჯომის პლატოს მიდამოებში სანერგე მასალა 300 ძირი ფიჭვი თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან იქნა გადატანილი.ღონისძიება მიზნად ბორჯომში დაზიანებული ტყის ნაწილის აღდგენას ისახავდა. 
პროექტის ფარგლებში გაშენებულ ტყის მასივს სიმბოლურად იუსტიცის სახლის სახელობის ტყის სახელწოდება მიენიჭება და ადგილზე შესაბამისი აღნიშვნაც გაკეთდება.



Print