ახალი ამბები
გადაცემაში "ფორუმი" ცენტრალური პარკის განვითარების კონცეფციაზე იმსჯელეს

დღეს, ტელეკომპანია „ბორჯომის“ გადაცემა "ფორუმში" , ცენტრალური ისტორიული პარკის განვითარების კონცეფციის კონკურსზე იმსჯელეს.

გადაცემაში სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის მოადგილე შალვა ბერძენიშვილი,ბორჯომის მერი ლევან ლიპარტია და კონკურსის ფინალში გასული საუკეთესო კონცეფციების ავტორები ლევან ალიბეგაშვილი და გიორგი ბასილაძე მონაწილეობდნენ. შეგახსენებთ,რომ სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინიციატივით ცენტრალური (ისტორიული) პარკის განვითარების კონცეფციის კონკურსი 2 თვის წინ გამოცხადდა.

ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის განვითარების კონცეფციის კონკურსში 6 საპროექტო განაცხადი შევიდა.აქედან საუკეთესო კონცეფციის 2 ავტორი შეირჩა.თუ ვინ გახდება კონკურსის გამარჯვებული ამას ჟიური და საზოგადოება ერთად გადაწყვეტს. ადგილობრივები სასურველ კონცეფციას მხარს ონლაინ გამოკითხვის საშუალებით დაუჭერენ.

შეგახსენებთ,რომ ცენტრალური (ისტორიული) პარკის განვითარების კონფეფციის კონკურსის მთავარი მიზანი პარკის ისტორიულ-კულტურული ფუნქციების შენარჩუნებასა და განვითარებას გულისხმობს, რომელიც მომავალი წლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა გახდეს.




 


Print