ახალი ამბები
საპენსიო დანაზოგს 1 მილიონი ლარის სარგებელი დაერიცხა - საპენსიო სააგენტო
ამ მომენტისთვის საპენსიო სქემაში 761,454 დასაქმებულია ჩართული, აკუმულირებულია 200 მილიონი ლარი, დანაზოგს უკვე 1 მილიონი ლარის ოდენობით სარგებელი დაერიცხა, სქემიდან კი მოქალაქეთა მხოლოდ 2% გავიდა. სქემაში 50 000-ზე მეტი კომპანიაა ჩართული. ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, სქემაში დაბრუნების მსურველი საკმაოდ ბევრია.

„მოქალაქეთა მომართვიანობა მაღალია და ისინი ძირითადად საპენსიო სააგენტოს კონსულტაციისათვის მომართავენ. ადგილზე მოსული დასაქმებულების უმეტესი ნაწილი აზრს იცვლის, სქემაში დაბრუნების მსურველი საკმაოდ ბევრია. კანონი გვაძლევს უფლებას მსურველები ხელმეორედ გავაწევრიანოთ, იმისათვის, რომ მოქალაქეებს სრულფასოვანი დანაზოგის გაკეთების შანსი მიეცეთ. საპენსიო სქემაში ხელმეორედ გასაწევრიანებლად მოქალაქეებმა უნდა მიმართონ დამსაქმებელი ორგანიზაციის ბუღალტერს" - აცხადებენ საპენსიო სააგენტოში.
Print