ახალი ამბები
"თქვენ არ მიგულისხმიხართ"- გედევან ფოფხაძე ბორჯომის საკრებულოში

დღეს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სხდომაზე, ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში გედევან ფოფხაძე მიიწვია.

საკრებულო, მაჟორიტარს განმარტებას მის მიერ სატელევიზიო ეთერით გამოთქმულ მოსაზრებასთან დაკავშირებით სთხოვდა, რაც პრემია-დანამატებსა და სოციალურ პროგრამებს ეხებოდა.გედევან ფოფხაძემ საკრებულოს სხდომაზე როგორც მერიის ასევე საკრებულოს დეპუტატების უკმაყოფილება მოისმინა და განაცხადა,რომ აღნიშნული განცხადება მათ არ ეხებოდათ და იგი სიუჟეტში წინა მოწვევის საკრებულოსა და დიმიტრი ყიფიანის მერობის პერიოდს იხსენებდა.
ოპოზიცია ბორჯომის საკრებულოში, მაჟორიტარის განმარტებას არ ეთანხმება და აცხადებს,რომ გედევან ფოფხაძე ,დღეს, სხდომაზე თავის მართლების რეჟიმში იყო.დეტალები ნახეთ, სიუჟეტში.

 


Print