ახალი ამბები
SJMC-ის პროექტი და პოლიციელთან შეხვედრა N6 საჯარო სკოლაში
ა.ო სამცხე-ჯავახეთის მედია-ცენტრი პროექტის “კომფორტის ზონა” ფარგლებში მოსწავლეებთან შეხვედრებს აგრძელებს.მორიგი აქტივობა ბორჯომის #6 საჯარო სკოლაში გაიმართა ,სადაც პოლიციის მაიორი დავით ნოზაძე მოსწავლეებს შეხვდა და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით ახალგაზრდებს მათვის საინტერესო თემებზე ესაუბრა.
შეხვედრაზე განსახილველი საკითხები ადამიანის უფლებებს,სასკოლო ბულინგს,ცივი იარაღის ტარებას,არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასა და ნარკომანიას ეხებოდა.შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა,მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
პროექტი „კომფორტის ზონა“ ამერიკის საელჩოსა და PH International-ის მხარდაჭერით ხორციელდება.


Print