ახალი ამბები
ტელეკომპანია "ბორჯომს" IREX M-TAG პროგრამის ფარგლებში ტექნიკა გადაეცა
IREX განაგრძობს, USAID-ის მიერ დაფინანსებული M-TAG პროგრამის ფარგლებში, პარტნიორი მედია ორგანიზაციების მხარდაჭერას. პროგრამის ფარგლებში, ტელეკომპანია „ბორჯომს“ ახალი ტექნიკა გადაეცა.საველე, სასტუდიო და საოფისე ტექნიკასთან ერთად ტელეკომპანიის ჟურნალისტები შემთხვევის ადგილიდან პირდაპირი ჩართვების განხორციელებასაც შეძლებენ.

შეგახსენებთ,რომ ტელეკომპანია „ბორჯომი“ ერთ-ერთია იმ 15 რეგიონულ მედიასაშუალებას შორის, რომელსაც მხარს უჭერს IREX, USAID-ის პროგრამის ფარგლებში „მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისათვის“ (M-TAG) .
Print