ახალი ამბები
2018 წელს ე.წ. ჭკვიანი კამერებით 1 191 646 სამართალდარღვევა გამოვლინდა
2018 წლის განმავლობაში, ე.წ. ჭკვიანი კამერებით 1 191 646 სამართალდარღვევა გამოვლინდა, საპატრულო ეკიპაჟების მიერ კი 832 064 სამართალდარღვევაზე მოხდა რეაგირება. აღნიშნული ინფორმაცია შსს-ს სტატისტიკურ მონაცემებშია აღნიშნული.

მონაცემების თანახმად, 2018 წელს 464 000- ზე მეტმა მძღოლმა გადააჭარბა გზებზე დაშვებულ მაქსიმალურ სიჩქარეს; 777 000-ზე მეტჯერ დაფიქსირდა საგზაო მონიშვნის დაუმორჩილებლობის ან ღერძულა ხაზის გადაკვეთის შემთხვევა; 20 000-ზე მეტი მძღოლი კი ავტომობილს ალკოჰოლური თრობის ქვეშ მართავდა.
Print