ახალი ამბები
სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება კულტურისა და ხელოვნების ცენტრში
სახელმწიფო ენის დღეს ბორჯომში კონცერტი მიეძღვნა.კულტურისა და ხელოვნების ცენტრში შეკრებილი მაყურებლების წინაშე თეატრალური კვარტეტი,ოთო ჩუხრუკიძე და პოეტი მაკა ბლიაძე წარსდგნენ. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალი იყო.

"ადგილობრივები მსგავსი ტიპის საღამოებით განებივრებულები არ ვართ,კარგი იქნება თუ მუსიკალური საღამოები ხშირად გაიმართება"-განაცხადეს კულტურის ცენტრში შეკრებილმა მაყურებლებმა.

ღონისძიება მქუხარე აბლოდისმენტების ფონზე დასრულდა.
Print