ახალი ამბები
ბორჯომში სახალხო მოძრაობა "საქართველოს ეკონომიკური აღმავლობისათვის“ დაფუძნდა
ბორჯომში, სახალხო საყოველთაო მოძრაობა "საქართველოს ეკონომიკური აღმავლობისათვის“ დაფუძნდა. მოძრაობა სხვადასხვა სეგმენტის ადამიანებს აერთიანებს,რომელთა მიზანი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ზრუნვაა.

მოძრაობის ლიდერებმა თავიანთი ხედვები და გეგმები ბორჯომში,კულტურისა და ხელოვნების ცენტრში შეკრებილ ადგილობრივებს გააცნეს. მათი განცხადებით მთავარი მიმართულება სასმელი წყლის პროექტია,რომელსაც შეუძლია ქვეყანას დამატებით რამდენიმე მილიონი მოუტანოს რაც შექმნილ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას შეამსუბუქებს და ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებს გადაჭრის.

შეხვედრა 3 საათი გაგრძელდა.
Print