შემთხვევის ადგილზე მეხანძრეებმა და სამართალდამცავებმა მამაკაცის
ცხედარი იპოვეს. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ავტომაგისტრალზე მოძრავი სატვირთო
ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, რასაც ხანძარი
მოჰყვა.
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე
მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გაჩენილი ხანძარი
ლიკვიდირებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის შიდა ქართლის სამმართველოს
მეხანძრე-მაშველების 6 ჯგუფი ხანძარს ორი საათის განმავლობაში
ებრძოდა.
სოციალურ ქსელში ვიდეოს თათია დევრისაშვილი ავრცელებს.