ახალი ამბები
9 აპრილი ბორჯომში - ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა
ბორჯომში, დღეს, 9 აპრილი გაიხსენეს.ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელები,სასულიერო პირები და მოქალაქეები 9 აპრილის ქუჩაზე ტრაგიკულად დაღუპულ გმირთა მემორიალთან შეიკრიბნენ ,მემორიალი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.

9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა.1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.დაიღუპა 21 ადამიანი, პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ ეს თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.

 


Print