ახალი ამბები
ტექინსპექტირების ცენტრი ბორჯომში - რა დაგიჯდებათ სავალდებულო ტექდათვალიერება
2018 წლის 1 იანვრიდან გარკვეული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისთვის ტექდათვალიერების ვალდებულება ამოქმედდა. 2019 წლიდან კი ტესტირების გავლა ყველა მსუბუქი ავტომობილისთვის სავალდებულო ხდება. ტექინსპექტირების ცენტრები მთელი ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს,პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლა ავტომფლობელს მისთვის მოსახერხებელ ნებისმიერ ცენტრში შეუძლია.რაც შეეხება ბორჯომს "გრინვეი-საქართველოს" ტექინსპექტირების ცენტრი სოფელ ზანავში უკვე 2 თვეა ავტომობილების ტექდათვალიერებას ახდენს.

ტექინსპექტირების ცენტრი ბორჯომში, ორსაბათიდან-შაბათის ჩათვლით მუშაობს.ცენტრი ორშაბათიდან-პარასკევამდე 10:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე,შაბათს კი 11:00  საათიდან 18:00 საათამდე ფუნქციონირებს.



Print