ახალი ამბები
"ბაკურიანობა-2019"- სახალხო დღესასწაული ბაკურიანში

ბაკურიანში, დღეს, სახალხო დღესასწაული „ბაკურიანობა 2019“ იზეიმეს.მოეწყო მრავალფეროვანი სპორტული ღონისძიებები,რომელშიც როგორც ადგილობრივებმა ასევე ჩამოსულმა სტუმრებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს.


პროფესიონალი და მოყვარული სპორტსმენებისათვის ჩატარდა შეჯიბრებები ტრამპლინიდან ხტომაში, თხილამურებით სირბილში, სლალომსა და სნოუბორდში.ტურნირების წარმატებული მონაწილეები დაჯილდოვდნენ.ბაკურიანობა კონცერტით დასრულდა,რომელშიც ადგილობრივი შემსრულებლები მონაწილეობდნენ.

შეგახსენებთ,რომ „ბაკურიანობის“ დღესასწაული ტრადიციულია და ის ყოველ წელს აღინიშნება.



 


Print