ახალი ამბები
ზეწოლა თუ მრავალჯერადი თხოვნა საკრებულოში - ვიოლეტა ბალახაშვილმა პოსტი დატოვა
ახალი თავმჯდომარე ჰყავს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის,განათლების,სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუდმივმოქმედ კომისიას. აღნიშნულ პოზიციაზე ვიოლეტა ბალახაშვილი რევაზ ლაშხმა შეცვალა.საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ვიოლეტა ბალახაშვილმა გააჟღერა,რომ ის კომისიის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს,მან ვრცელ მოხსენებაში ამ გადაწყვეტილების მიზეზები განმარტა.

კომისიის აწ უკვე ყოფილ თავმჯდომარეს პასუხობს რევაზ ლაშხი,მისი განცხადებით ინიციატივა არ გამოუჩენია და ვიოლეტა ბალახაშვილმა პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა.

საკრებულოს კულტურის,განათლების,სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუდმივმოქმედი კომისიის ახალი თავმჯდომარის განცხადებით, მისი მიზანი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა რაშიც ფიქრობს,რომ მისი განვლილი სპორტული კარიერა დაეხმარება.


Print