ახალი ამბები
ზაზა ჩაჩანიძეს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა
დღეს, ბორჯომის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ზაზა ჩაჩანიძეს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტეს. იმპიჩმენტის წესით გადაყენებულ ყოფილ თავმჯდომარეს, 6 თვეზე მეტია საკრებულოს მუშაობაში მონაწილეობა არ მიუღია,იგი საკრებულოს სხდომებს არ ესწრებოდა.

როგორც საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, ზაზა ჩაჩანიძეს "პატრიოტთა ალიანსის" სიითი შემადგენლობიდან შემდეგი წევრი ჩაანაცვლებს, გადაწყვეტილებას იმის შესახებ თუ ვინ დაიკავებს ყოფილი თავმჯდომარის ადგილს საკრებულოში,ცენტრალური საარჩევნო კომისია 10 დღის ვადაში მიიღებს.

შეგახსენებთ,რომ ზაზა ჩაჩანიძემ, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კენჭი „პატრიოტთა ალიანსიდან“ იყარა.იგი საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან 2018 წლის 28 მარტს გადააყენეს იმ საფუძვლით,რომ მისი არჩევა არალეგიტიმურად მოხდა.




Print