ახალი ამბები
ახალქალაქი-ბორჯომის საზღვრიდან ბალანთისა და ჭიხარულას გავლით გზის საფარი მოეწყობა
ახალქალაქი-ბორჯომის საზღვრიდან სოფლების ბალანთისა და ჭიხარულას გავლით გზაზე ასფალტის ორფენიანი,10 სანტიმეტრი სისქის საფარი მოეწყობა. როგორც მერიაში განაცხადეს სამუშაოები 1 050 000 ლარი დაჯდება.ტენდერი უკვე გამოცხადებულია.ბალანთაში საკრებულოს დეპუტატის განცხადებით გზაზე გადაადგილება მსუბუქი ავტომანქანით უკვე შეუძლებელი იყო და მოსახლეობა გზის რეაბილიტაციას ითხოვდა.



Print