ახალი ამბები
შეუწყდება თუ არა დეპუტატის უფლებამოსილება ზაზა ჩაჩანიძეს
ბორჯომის საკრებულოს იურიდიულმა კომიტეტმა ყოფილი თავმჯდომარის ზაზა ჩაჩანიძისათვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტაზე მუშაობა დაიწყო. გიორგი გოგიჩაიშვილის განცხადებით იმპიჩმენტის წესით გადაყენებულ ყოფილ თავმჯდომარეს დაახლოებით 6 თვეა საკრებულოს მუშაობაში მონაწილეობა არ მიუღია,როგორც მოქმედი თავმჯდომარე ამბობს ჩაჩანიძე საკრებულოს სხდომებს არ ესწრება.

შეგახსენებთ,რომ ზაზა ჩაჩანიძემ, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კენჭი „პატრიოტთა ალიანსიდან“ იყარა.იგი საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან 2018 წლის 28 მარტს გადააყენეს იმ საფუძვლით,რომ მისი არჩევა არალეგიტიმურად მოხდა.



Print