ახალი ამბები
საკრებულოს სხდომა ბორჯომში
ბორჯომში საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა.დეპუტატებმა 16 საკითხი განიხილეს.ცვლილებები შევიდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილში. ბორჯომის ბიუჯეტი 1 005 056 ლარით გაიზარდა.ბიუჯეტის გადასახდელების წლიური გეგმა კი 28 910 466 ლარით განისაზღვრა.დეპუტატებმა სხდომაზე ასევე მოისმინეს ანგარიში 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ.

სხდომაზე განიხილეს 2019 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები.ბორჯომის ბიუჯეტის პრიორიტეტები წელს ინფრასტრუქტურის მოწყობა იქნება.


სხდომაზე მათ თემში არსებული პრობლემები გააჟღერეს მერის წარმომადგენლებმა.ზაზა კურტანიძის განცხადებით მიწის რეგისტაციასთან დაკავშირებით კონკრეტული პრობლემები იქმნება და  მათ ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამცხე-ჯავახეთის  რწმუნებულის დახმარება ესაჭიროებათ.


სხდომაზე დამტკიცდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მეორე კვარტლის სამუშაო გეგმა.დეპუტატებმა ასევე მოისმინეს, კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ინფორმაცია 2018 წელს გაწეული მუშაობის და 2019 წელს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.


Print