ახალი ამბები
SJMC-ის თანატოლგანმანათლებლების ტრენინგი N6 საჯარო სკოლაში
ა.ო „სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის“ პროექტის "კომფორტის ზონა" ფარგლებში,ბორჯომის N6 საჯარო სკოლაში ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგის თემა „ბულინგი და ბავშვთა უფლებები“ იყო. SJMC-ის თანატოლგანმანათლებლებმა ნინო კობალაძემ და თედო ფხიკიძემ ტრენინგის მონაწილეებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს ბულინგის,მისი სახეების,ბულერისა და მსხვერპლისათვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებების შესახებ.ტრენინგზე განხილულ იქნა ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენცია,მონაწილეებმა იმსჯელეს მინიჭებულ უფლებებსა და მოვალეობებზე.

პროექტს ა.ო სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი ამერიკის საელჩოსა და PH International-ის მხარდაჭერით ახორციელებს.



Print