შსს-მ ბორჯომში ოჯახში ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავა
13:01 / 24.03.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად, 1967 წელს დაბადებული
რ.ფ. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 2 წლამდე ვადით
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ
არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა ბორჯომის რაიონის დაბა
ახალდაბაში ყოფილი მეუღლეს - ზ.შ-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა
მიაყენა.
ასევე, ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს ახალქალაქის რაიონულ
სამმართველოს თანამშრომლებმა 1958 წელს დაბადებული მ.ი.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ახალქალაქის რაიონის სოფელ
ბეჟანოში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - 1967 წელს დაბადებულ
შ. კ.-ს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით
მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ
ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.