ახალი ამბები
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე ბორჯომში
„არავინ დატოვო მიღმა“- ამ დევიზით ბორჯომში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა.ბორჯომის დღის ცენტრის ორგანიზებით „თებეს“ ბენეფიციარებს სადღესასწაულო განწყობა „ცირკის მოღვაწეთა კავშირის“ მსახიობებმა შეუქმნეს.ღონისძიებას ესწრებოდნენ დღის ცენტრის მეგობრები,მათ თებეს ბენეფიციარებს საჩუქრები გადასცეს და დღის ცენტრისადმი მხარადჭერა კიდევ ერთხელ გამოხატეს.

დღის ცენტრის ნებეფიციარებს მოწვეულმა მსახიობებმა საცირკო ნომრები წარუდგინეს,პატარების განსაკუთრებული მოწონება ილუზიონისტების შოუმ დაიმსახურა.საცირკო წარმოდგენის დასრულების შემდეგ მაყურებლების წინაშე თავად დღის ცენტრის ბენეფიციარები ქორეოგრაფიული და ვოკალური ნომრებით წარსდგნენ. ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა ფოლკლორული ანსამბლი "მზეშინა".

ბორჯომის დღის ცენტრის ბენეფიციარებს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე მიულოცა სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა.

შეგახსენებთ,რომ 21 მარტს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნის მიზანია ისეთი აქტივობებისა და ღონისძიებების წახალისება, რომელიც მიმართულია დაუნის სინდრომის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ამ სინდრომის მქონე ადამიანების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობისკენ.



Print