ახალი ამბები
21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება

21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღეა. ჟურნალისტიკის დღე 1993 წლიდან აღინიშნება.

ეს დღე 1993 წელს საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 21 მარტს ერთობლივად დააწესეს.

ამ თარიღს სიმბოლური დატვირთვა აქვს. პირველი ქართული გაზეთი „საქართველოს გაზეთი” სწორედ ამ დღეს დაარსდა. გაზეთის პირველი ნომერი 1819 წლის 8 მარტს, ახალი სტილით კი 21 მარტს გამოიცა.

Print